“დენტალური ფოტოგრაფირება – ეს ადვილია”

თარიღი: 30 მარტი , 2019 წელი. ადგილი: თბილისი, საქართველო. ო.ონიაშვილის ქ 25/27 Sprint-Dental-ის ოფისი. პირველი ჯგუფი – 09:00სთ. მეორე ჯგუფი – 15:00სთ. თემა: “დენტალური ფოტოგრაფირება – ეს ადვილია.” ლექტორი: ლასზეკ სზლავესკი (პოლონეთი) ფასი 500ლარი. თეორიული ნაწილი: 90 წუთი. -ფოტოგრაფირების ბაზისები. ( საბაზისო ფოტოგრაფირების განსაზღვრა: ჩარჩო, გადაღება და სხვა მრავალი) – აპარატების არჩევა დენტალური ფოტოგრაფირებისათვის. (ნაჩვენები იქნება ფოტოგრაფირების მოწყობილობების შედარებითი დახასიათება) – დამატებიტი მოწყობილობები დენტალური ფოტოგრაფირებისათვის და მათი სწორი გამოყენება. (სარკეები, რეტრაქტორები და სხვა) -ინტრაორალური ფოტოგრაფირების საბაზისო პრინციპები. (პარამეტრების არჩევა სურათის გადასაღებად,ფოტოების ტექნიკა, ხრიკები სხვადასხვა რთული სიტუაციებისათვის) -. სხვადასხვა სახის განათების გამოყენება და მათი გავლენა საბოლოო შედეგზე. მაგალითების განხილვა. ყავის შესვენება 30წთ. პრაქტული ნაწილი: 130წთ. -ყველა მონაწილის მიერ გადაღებული იქნება სერიები: მთლიანი რკალი, ფრონტალური ხედვა (ოკლუზიაში და მოსვენებულ მდგომარეობაში), მთლიანი რკალი ოკლუზიურ ხედვაში (ზედა და ქვედა ყბა), ლოყისკენა ხედი (სარკით და სარკის გარეშე), მეოთხედების ე.წ.კვადრატების ხედი. ფოტოგრაფირება ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს.ჩვენ ვასურათებთ ოჯახს, ცხოველებს და ლამაზ სიუჟეტებს მოგზაურობისას. დღეს ცხოვრება ფოტოგრაფირების გარეშე წარმოუდგენელია. სტომატოლოგიაშიც ვიღებთ სურათებს, რომ გვქონდეს უკეთესი კომუნიკაცია პაციენტებთან, ტექნიკოსთან და კოლეგებთან. ფოტო გამოყენებულია როგორც სამედიცინო ჩანაწერი და გვიადვილებს დიაგნოსტირებასაც კი. წარმოუდგენელია სამეცნიერი ნაშრომის პუბლიკაცია სათანადო ფოტოგრაფირების გარეშე. ნათელია, რომ კარგი ხარისხის სურათებია საჭირო კლინიკური ქეისების საჩვენებლად. ამ ვორკშოპის მიზანია არა მარტო ის, რომ შევიძინოთ სწორი ფოტოგრაფირების უნარები, არამედ გავიმდიდროთ პრაქტიკული უნარჩვევები.დამსწრეები დაყოფილები იქნებიან მცირე ჯგუფებად. თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა მიეცემა, თვითონ აწარმოოს ფოტოგრაფირება ინტრაორალურად, ყველა რაკურსითა და ხედვით. მონაწილეთა რაოდენობა – 10. მონაწილეებს ვთხოვთ, თან იქონიონ თავიანთი კამერები, მაკრო ლინზები და განათებები. ვისაც არა აქვს, შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს ლექტორის მოწყობილობა.