სიახლე! “X Mind Trium” საქართველოში!

მოგესალმებით, სიხარულით მინდა გაუწყოთ სიახლე! ბოლო პერიოდში კომპანია “Acteon” -ის შესანიშნავი დანადგარი, 3-1-ში ტომოგრაფიის აპარატი “X Mind Trium” შეიძინა ორმა მაღალტექნოლოგიურმა კლინიკამ და ვულოცავთ მათ ამ ბრწყინვალე არჩევანს!

შეგახსენებთ, რომ “Acteon X Mind Trium” წარმოადგენს ტომოგრაფიის აპარატს, რომელშიც გაერთიანებულია:

– 3D ტომოგრაფია
– ცეფალომეტრია
– ორთოპანტომოგრაფია

ანუ სამი აპარატი ერთ დანადგარში!

გარდა თვითონ დანადგარის მაღალტექნოლოგიურობისა, ასევე აღნიშნული აპარატის ღირსებას წარმოადგენს მისი დახვეწილი პროგრამული მხარე, რომლის ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ, რომ მარტივად, ერთ პროგრამაში მიიღოთ და დაამუშავოთ სამივე (3D, ცეფალო, ორთო) გამოსახულება.

ასევე, სპეციალურად იმპლანტოლოგებისთვის!

გარდა ზემოთაღნიშნულისა, აპარატის პროგრამული მხრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსებაა მისი დახვეწილი ინტერფეისი იმპლანტაციის დაგეგმარებისათვის!

თქვენ შეგიძლიათ ვირტუალურად, მაღალი სიზუსტით დაგეგმოთ კეისი იმპლანტაციის წარმატებით შესასრულებლად.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ იმპლანტაციის ოპერაციისთვის ვირტუალური შაბლონის მომზადების პროცესი შემდგომ ინფორმაციის გადატანის შესაძლებლობით.

ყბა-სახის ქირურგიაში! დიდი ინფორმაციული დატვირთვა აქვს ვირტუალურ ენდოსკოპს! რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ჰაიმორის წიაღების, ქვედა ყბის არხისა და ასევე ცხვირის ძვლებისა და გასავლების, ზემო სასუნთქი გზების (გადაღების ფარგლებში) დათვალიერება ვირტუალური ენდოსკოპის მეშვეობით!

აპარატის გამოყენება ასევე შეგიძლიათ ენდოდონტიური მანიპულაციების კონტროლის მიზნით.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ კლინიკებს ამ ბრწყინვალე შენაძენს და ვუსურვებთ წარმატებებს!

კლინიკა “ელიზ დენტი” https://www.facebook.com/elizdent/?fref=ts
ELIZ DENT & Esthetic

ნინო კორძაძის სტომატოლოგიური კლინიკა https://www.facebook.com/pages/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/1899672810250833?fref=ts
Nino Kordzadze dental clinic (nkdent)