ქართველები იტალიაში! ექიმი დომენიკო მასირონის მასტერ-კლასი!

ყურადღება! სიამოვნებით მინდა გაუწყოთ, რომ კომპანია “სპრინტ დენტალის” ორგანიზებით იტალიაში, კერძოდ მილანში 16-17-18 მარტს ჩატარდა 3 დღიანი ლექცია-მასტერ კლასი, კლინიკური გადამზადების კურსი თანამედროვე ორთოპედიულ სტომატოლოგიაში! რომელსაც მასპინძლობდა სასწავლო ცენტრი “MEG” და ვირტუოზი და მსოფლიო დონის სპეციალისტი – Dr. Domenico Massironi.

კურსის ფარგლებში ყველა მონაწილეს საშუალება ჰქონდა მიკროსკოპის ქვეშ ემუშავა და რეალურ დროში მიეღო ის შედეგები, რასაც თანამედროვე სტანდარტები გვკარნახობს და უნდა დაინერგოს ყოველდღიურ, თანამედროვე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში!

კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ (ლექციებს), ასევე ზემოთ აღნიშნულ მასტერ კლასს, პრქტიკულ ნაწილს სრული დატვირთვით. მონაწილეები დილიდან საღამომდე ჩართული იყვნენ პრაქტიკულ სასწავლო პროცესში, მიიღეს და გაირღრმავეს საჭირო უნარ ჩვევები.

კურსის ფარგლებში გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები და უმაღლესი ხარისხის მასალები, მათ შორის Komet Dental -ის მიერ წარმოებული გერმანული, Dr. Domenico Massironi -ს სახელობითი ბორების ანაწყობები!

აღნიშნული ბორები შეგიძლიათ შეიძინოთ “სპრინტ დენტალში!”

კომპანია “სპრინტ დენტალი” მუდმივად ზრუნავს და თანხვედრაში მოჰყავს თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს რეალობასთან, მუდმივად ხდება ინტეგრაცია და პროგრესი სამომავლო ტექნოლოგიებთან, იყავით ჩვენს გვერდით, გამოიყენეთ საუკეთესო მასალები, დაესწარით ვირტუოზი ექიმების მიერ ჩატარებულ ლექცია-მასტერ კლასებს! ეს ყველაფერი “სპრინტ დენტალის” ორგანიზებით!

ჩვენ სამომავლოდაც შემოგთავაზებთ და წინასწარ დავაანონსებთ საინტერესო ლექცია-მასტერ კლასებს, იყავით ჩვენთან ერთად!

წარმოგიდგენთ კურსის ფარგლებში გადაღებულ ფოტო მასალას: