Description

აირჭავლური მეთოდით მუშაობა უფრო მარტივდება Air-N-Go Easy-ს მეშვეობით

 

Acteon-მა  შექმნა ახალი აირჭავლური აპარატის თაობა Air-N-Go Easy, რომელსაც გააჩნია ორმაგი მოქმედება:

  1. ფუნქცია “Supra” – ღრძილზედა დამუშავებისათვის, გამოიყენება პროფილაქტიკისთვის
  2. ფუნქცია “Perio” – ღრძილქვეშა დამუშავებისათვის, გამოიყენება როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე პაროდონტის დაავადებებისა და პერიიმპლანტიტის სამკურნალოდ.

 

ფხვნილების არჩევანი საჭიროებისა და დანიშნულების მიხედვით:

  • ფხვნილი “Classic” (ნატრიუმის ბიკარბონატის ფუძეზე)
  • ფხვნილი “Pearl” (კალციუმის კარბონატის ფუძეზე)
  • ფხვნილი “Perio” (გლიცინის ფუძეზე)

 

AIR-N-GO ყოველდღიური გამოყენებისათვის – ფუნქციონალური და საიმედო

 

  • დანადგართან პირდაპირი მიერთება.
  • მოძრაობის თავისუფლება: როტაცია 360 გრადუსზე, არეალის სწრაფი და ფაქიზი დამუშავების შესაძლებლობა.
  • აპარატის გაადვილებული წმენდა.

 

 

Acteon თავები უზრუნველყოფს აირჭავლის ნაკადის უწყვეტ, ზუსტ და კონტროლირებად გამოფრქვევას.

ყოველდღიურ პრაქტიკაში AIR-N-GO თავები წარმოადგენს ძლიერ და ეფექტურ საშუალებას როგორც ღრძილზედა, ისე ღრძილქვეშა ბიოაპკის მოსაცილებლად.

 

4 სხვადასხვა თავი – პაროდონტის დაავადებათა აქტიური კონტროლისათვის:

თავი – AIR-N-GO SUPRA (სტანდარტული)

  • გამოიყენება AIR-N-GO “Classic” ან “Pearl” ფხვნილთან კომბინაციაში, ნებისმიერი სახის პროფილაქტიკური მანიპულაციის ჩასატარებლად.
  • იძლევა პროცედურის სწრაფად და ეფექტურად ჩატარების გარანტიას.

თავი – AIR-N-GO PERIO EASY

  • მისი უნიკალური ფორმის გამო, აღნიშნული თავის ღრძილქვეშ განთავსება მარტივია.
  • ნამდვილი აღმოჩენა – კბილის ან იმპლანტატის ღრძილქვეშა არაქირურგიული მეთოდით მკურნალობაში (ჯიბის სიღრმე 3-8 მმ-მდე).
  • 1 ზედაპირის დასამუშავებლად საკმარისია 5 სეანსის ჩატარება.

 

თავი – AIR-N-GO PERIO (პროფილაქტიკური)

  • პროფილაქტიკის ეტაპზე ამცირებს AIR-N-GO “PERIO” ფხვნილის მოხმარებას
  • ხსნის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას
  • პაროდონტის პროგრესირებადი დაავადებების შესაჩერებელი ეფექტური საშუალება

 

თავი – AIR-N-GO PERIO

  • ღრძილქვეშა ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობა
  • ძლიერი, ორმაგი ლატერალური ფრქვევა
  • ღრმა ჯიბეების დამუშავება (8-10 მმ)

 

ღრძილქვეშა თერაპიის უნიკალური თვისებები:

  • პაროდონტოლოგიური ჰიგიენის ჩატარების დროს გაშიშვლებულ ფესვებზე არსებული ნადების მოცილება.
  • პაროდონტულ ჯიბეებში ბაქტერიული კოლონიების შემცირება.

 

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი ფირმა: Acteon

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.acteongroup.com/en/my-products/equipment/airpolisher/air-n-go-easy

 

დაგვიკავშირდით:

მობ: 568 79 00 44 ; 597 007 557

F: https://www.facebook.com/sprintdental/

ელ-ფოსტა: sprint.dental@yahoo.com

მისამართი: ონიაშვილის ქ. 25/27

0160 თბილისი, საქართველო

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “Air-N-Go Easy”