Description

ამ სასწავლო აღჭურვილობის მეშვეობით, ლექტორი სპეციალურ დენტალურ სასწავლო მაგიდასთან ჯდება, რომელიც აღჭურვილია ფანტომ მოდელითა და ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის მაღალი გარჩევადობის ციფრული მოძრავი კამერით, რომელიც მონტაჟდება ფანტომ მოდელის წინ და სტუდენტებს, ინდივიდუალური სწავლების მსგავსად, შეუძლიათ უყურონ ინსტრუქტორის მიერ ფანტომ მოდელზე ჩატარებულ მანიპულაციებს მათ წინ არსებულ LCD მონიტორებზე და პარალელურ რეჟიმში გაიმეორონ იგივე პროცედურა.

იმისთვის, რომ სტუდენტებისთვის ფანტომ მოდელებთან სამუშაო პროცესი მსგავსი იყოს, როგორიც არის ნამდვილ პაციენტთან, ფანტომ მოდელებზე არის ბუნებრივის მსგავსი სიმტკიცის მქონე ხელოვნური კბილები.

სტუდენტებს შეუძლიათ ივარჯიშონ მოდელზე ტურბინული ბუნიკებითა და მიკრო-ძრავით, მიიღონ გამოცდილება საპროთეზო, რესტავრაციულ და ენდოდონტიურ მიმართულებებში.

 

ფანტომებისა და მოდელების ცალკე შეძენა შესაძლებელია.

 

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი ფირმა: Sistem Dental Medical

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:

http://www.acdental.com.tr/en/dental-study-systems.html

 

დაგვიკავშირდით:

მობ: 568 79 00 44 ; 597 007 557

F: https://www.facebook.com/sprintdental/

ელ-ფოსტა: sprint.dental@yahoo.com

მისამართი: ონიაშვილის ქ. 25/27

0160 თბილისი, საქართველო

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “DENTAL STUDY MODELS”