Silect

140.00 

Description

“Silect” წარმოადგენს “Mueller-Omicron Dental” -ის საუკეთესო, პრემიუმ კლასის (ორ შრიანი) C-სილიკონურ საანაბეჭდო მასას. გამოიყენება როგორც გვირგვინებისთვის, ასევე მოსახსნელი პროთეზისთვის ანაბეჭდის ასაღებად.

შექმნილია კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად და ყველა სახის გამოცდა წარმატებით აქვს გავლილი. ამ პრემიუმ კლასის საანაბეჭდო მასას აქვს შესანიშნავი მონაცემები, მაგალითად როგორიცაა უმცირესი კუმშვადობა და ელასტიურობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. იდეალურად კოორდინირებულია პირველი და მეორე შრის ფერთა კონსტრასტი. გამოსაყენებლად მარტივია და ზუსტი დოზირების შედეგად მიიღწევა მაღალი ხარისხის ანაბეჭდი.

კომპლექტის შემადგენლობა:

  • ბაზა – 910 მლ (ღია მომწვანო, მენთოლის არომატით)
  • მეორე შრე – 140 მლ, “Light” დენადობის (მოლურჯო-მოიასამნისფრო)
  • კატალიზატორი- 60 მლ (წითელი)

მომზადების დრო – 1 წუთი და 30 წამი

პირის ღრუში გაჩერების დრო – 3 წუთი

 

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი ფირმა: Mueller-Omicron Dental

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.mueller-omicron.com/silect.html