Description
აირჭავლური მეთოდით მუშაობა უფრო მარტივდება Air-N-Go Easy-ს მეშვეობით
Acteon-მა შექმნა ახალი აირჭავლური აპარატის თაობა Air-N-Go Easy, რომელსაც გააჩნია ორმაგი მოქმედება:
- ფუნქცია “Supra” – ღრძილზედა დამუშავებისათვის, გამოიყენება პროფილაქტიკისთვის
- ფუნქცია “Perio” – ღრძილქვეშა დამუშავებისათვის, გამოიყენება როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე პაროდონტის დაავადებებისა და პერიიმპლანტიტის სამკურნალოდ.
ფხვნილების არჩევანი საჭიროებისა და დანიშნულების მიხედვით:
- ფხვნილი “Classic” (ნატრიუმის ბიკარბონატის ფუძეზე)
- ფხვნილი “Pearl” (კალციუმის კარბონატის ფუძეზე)
- ფხვნილი “Perio” (გლიცინის ფუძეზე)
AIR-N-GO ყოველდღიური გამოყენებისათვის – ფუნქციონალური და საიმედო
- დანადგართან პირდაპირი მიერთება.
- მოძრაობის თავისუფლება: როტაცია 360 გრადუსზე, არეალის სწრაფი და ფაქიზი დამუშავების შესაძლებლობა.
- აპარატის გაადვილებული წმენდა.
Acteon თავები უზრუნველყოფს აირჭავლის ნაკადის უწყვეტ, ზუსტ და კონტროლირებად გამოფრქვევას.
ყოველდღიურ პრაქტიკაში AIR-N-GO თავები წარმოადგენს ძლიერ და ეფექტურ საშუალებას როგორც ღრძილზედა, ისე ღრძილქვეშა ბიოაპკის მოსაცილებლად.
4 სხვადასხვა თავი – პაროდონტის დაავადებათა აქტიური კონტროლისათვის:
თავი – AIR-N-GO SUPRA (სტანდარტული)
- გამოიყენება AIR-N-GO “Classic” ან “Pearl” ფხვნილთან კომბინაციაში, ნებისმიერი სახის პროფილაქტიკური მანიპულაციის ჩასატარებლად.
- იძლევა პროცედურის სწრაფად და ეფექტურად ჩატარების გარანტიას.
თავი – AIR-N-GO PERIO EASY
- მისი უნიკალური ფორმის გამო, აღნიშნული თავის ღრძილქვეშ განთავსება მარტივია.
- ნამდვილი აღმოჩენა – კბილის ან იმპლანტატის ღრძილქვეშა არაქირურგიული მეთოდით მკურნალობაში (ჯიბის სიღრმე 3-8 მმ-მდე).
- 1 ზედაპირის დასამუშავებლად საკმარისია 5 სეანსის ჩატარება.
თავი – AIR-N-GO PERIO (პროფილაქტიკური)
- პროფილაქტიკის ეტაპზე ამცირებს AIR-N-GO “PERIO” ფხვნილის მოხმარებას
- ხსნის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას
- პაროდონტის პროგრესირებადი დაავადებების შესაჩერებელი ეფექტური საშუალება
თავი – AIR-N-GO PERIO
- ღრძილქვეშა ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობა
- ძლიერი, ორმაგი ლატერალური ფრქვევა
- ღრმა ჯიბეების დამუშავება (8-10 მმ)
ღრძილქვეშა თერაპიის უნიკალური თვისებები:
- პაროდონტოლოგიური ჰიგიენის ჩატარების დროს გაშიშვლებულ ფესვებზე არსებული ნადების მოცილება.
- პაროდონტულ ჯიბეებში ბაქტერიული კოლონიების შემცირება.
მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
მწარმოებელი ფირმა: Acteon
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.acteongroup.com/en/my-products/equipment/airpolisher/air-n-go-easy
დაგვიკავშირდით:
მობ: 568 79 00 44 ; 597 007 557
F: https://www.facebook.com/sprintdental/
ელ-ფოსტა: sprint.dental@yahoo.com
მისამართი: ონიაშვილის ქ. 25/27
0160 თბილისი, საქართველო
Reviews
There are no reviews yet.