Endo Pilot

10748.5021538.50

  • EUR: € 2,590.00 - € 5,190.00

აღწერა

“EndoPilot” წარმოადგენს ფესვის არხების სამკურნალო ეფექტურ და უსაფრთხო ენდომოტორს.

“EndoPilot”-ს აქვს შემდეგი შესაძლებლობები:

  • ციფრული აპექს ლოკატორი
  • ენდო მოტორი ფესვის არხების მექანიკური დამუშავებისთვის
  • ულტრაბგერითი ბუნიკი
  • ორი საობტურაციო ინსტრუმენტი (DownPack + BackFill)

იკავებს ძალიან მცირე ადგილს, გააჩნია მხოლოდ ერთი ფეხის პედალი.

ყველა ბუნიკი გამოყენებისთვის მზადაა და განთავსებულია კომფორტულ საყრდენზე.

აპარატს გააჩნია მაღალი ხარისხის, დიდი სენსორული ეკრანი, რომელიც ამარტივებს სამუშაოს კონტროლს.

აპექს ლოკატორი:

ბოლო თაობის ციფრული აპექს ლოკატორი, რომელიც მკურნალობისას უზუსტესად ზომავს არხის სიგრძეს.

ენდო მოტორი:

ინტეგრირებული სიგრძის მზომით

ძალისა და სიჩქარის კონტროლის მქონე ენდო მოტორი, რომელიც იძლევა ფესვის არხების ეფექტური ენდო პრეპარირების საშუალებას

ულტრაბგერა:

“The CoPilot” მოდული შემდეგ ფუნქციებს მატებს საბაზისო “EndoPilot”-ს

  • ულტრაბგერითი ბუნიკი
  • დამატებითი “DownPack” კავშირი
  • უსადენო კონტროლი
  • მუშაობს ელემენტით

“DownPack”

უსწრაფესი გათბობის შესაძლებლობა

გამოიყენება ვერტიკალური ცხელი კონდენსაციის ტექნიკაში, ფესვის არხების ჰომოგენური დაბჟენისათვის.

“BackFill”

დენადობის სიჩქარის ოპტიმალური კონტროლი

თერმო-პლასტიკური მასალით შუა და ზედა მესამედის დაბჟენა ხორციელდება “BackFill Gun” -ის მეშვეობით.

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი ფირმა: SCHLUMBOHM

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:

http://www.schlumbohm.de/index.php?id=13&L=3

დამატებითი ინფორმაცია

კომპლექტაცია:

Endo Pilot "Comfort", Endo Pilot "Mobile", Endo Pilot "Plus", Endo Pilot "Ultra", Endo Pilot "Ultra plus"

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Endo Pilot“